რიო ფერდინანდი

March 22, 2011 Leave a comment

 

რიო გავინ ფერდინანდი (ინგლ. Rio Gavin Ferdinand; დ. 7 ნოემბერი, 1978, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) არის ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ამჟამად ფერდინანდი თამაშობს მანჩესტერ იუნაიტედში და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. რიო ფერდინანდს 72 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. ფერდინანდი არის მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე კაპიტანი. მისი ეროვნული დებიუტი შედგა კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1997 წელს. მისი პირველი უფროსი ასაკის გუნდი იყო ვესტ ჰემ იუნაიტედი. შემდეგი იყო ლიდს იუნაიტედი, მან მოხსნა სატრანსფერო რეკორდი მცველისათვის დიდ ბრიტანეთში. იგი ლიდსში ვესტ ჰემიდან გადავიდა 18 მილიონ ფუნტად.

2001 წელის მისი ახალი კლუბი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი. ტრანსფერი მანჩესტერს ძვირი დაუჯდა — 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი. რიო ფერდინანდმა კიდევ ერთხელ მოხსნა სატრანსფერო რეკორდი. მანჩესტერ იუნაიტედში მას პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული ჰქონდა. მაგრამ რიომ არ გაიარა ნარკოლოგიური ტესტი, რის შედეგადაც მან გამოტოვა 6 თვე პრემიერ ლიგა და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი. დასრულდა თუ არა რიოსთვის „სატანჯველი“ 6 თვე იგი დაუბრუნდა ფეხბურთს. ყველასგან გასაკვირეად მან ძალიან კარგად ჩაატარა სეზონი და მოხვდა პრემიერ ლიგის სეზონის გუნდში. რიო მშვენივრად პროგრესირებდა ასევე ინგლისის ნაკრებში. ამის გამო 2008 წლის მარტში მან მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური.

რიოს ჰყავს 2 შვილი ლორენზი და ტეიტი. რიოს ცოლია რებეკა ელისონი. მისი ოჯახი ცნობილია როგორც ფეხბურთელთა ოჯახი. მისი ძმა ანტონ ფერდინანდი თამაშობს პრემიერ ლიგის კლუბ სანდერლენდში. რიოს ჰყავს ბიძა ლეს ფერდინანდი, რომელიც ფეხბურთელი იყო. მიდნორს გარეთ, იგი ჩართულია მუსიკაში და ტელევიზიაში.

ახალგაზროდბა

ბავშვობა

რიო გავინ ფერდინანდი დაიბადა 7 ნოემბერს, 1978 წელს, ლონდონში. რიოს დედაა ჯენის ფერდინანდი. ჯენისი ნახევრად ირლანდიელია ნახევრად ინგლისელი. რიო ფერდინანდის მამაა ჯულიან ფერდინანდი. რიო გაიზარდა ლონდონის პერიფერიაში, დიდ ოჯახთან ერთად. რიოს დედა იყო ბაღის აღმზრდელი მამა კი მკერავი. რიოს მშობლები არასოდეს ყოფილან დაქორწინებულები. მშობლები გაიყარნენ, როვა რიო 14 წლის იყო. მშობლების გაყრის შემდეგ რიოს მამა უვლიდა. მამამის დაყავდა რიო ადგილობრივ საფეხბურთო სტადიონზე. პატარა რიოს საოცნებო ადამიანები იყვნენ დიეგო მარადონა და მაიკლ ტაისონი.

რიო ფერდინანდს კარგი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ არ იყო განებივრებული ძვირიანი ნივთებით. რიო გავინი ღარიბთა უბანში ცხოვრობდა. მისი მეზობლების ნახევარი ან ღარიბი იყო, ანაც სიღარიბის ზღვარზე მდგომი. ამან განაპირობა მომავალში საქველმოქმედო ფონდის შექმნა, რომელიც ეხმარეა ღარიბ ხალხს. რიო სკოლაში გამოირჩეოდა კარგი მათემატიკის ცოდნით დაფეხბურთის თამაშით, რომლითაც ყველას აოცებდა.

ბავშვობაში მე მიყვარდა გამეკეთებინა რაიმე განსხვავებული სხვა ბავშვებისგან, ფეხბურთის თამაშიც კი მწყინდებოდა ხოლმე. მიყვარდა სახლიდან გასვლა, ხალხის გაცნობა.“ ამბობს რიო ფერდინანდი.

10 წლის რიო ფერდინანდი უკვე ყველას აოცებდა სკოლაში. მას ერგო უფასოდ ვარჯიში საფეხბურთო კლუბ დედოფლის პარკში. ამავდროულად, რიო გამოავლინა თავისი სხვა ნიჭი. იგი მშვენიერი ახალგაზრდა მსახიობი იყო, რიო არასდროს ტოვებდა სკოლის სპეკტაკლებს. 11 წლის ასაკში იგი სერიოზულად შეუდგა ბალეტზე ვარჯიშს. მან მოიგო დაფინანსება, გაემგზავრა ლონდონში ბალეტის შემსწავლელ კურსებზე. თუმცა იგი არ ივიწყებდა ფეხბურთს, რიო განაგრძობდა ვარჯიშს, რამაც მალევე შედეგი გამოიტანა.

ახალგაზრდული კარიერა

რიო ფერდინანდის ფეხბურთისადმი ნიჭი ჩანდა ბავშობიდან. მისმა მწვრთნელმა დევიდ გუდვინმა თქვა: „შვილო, შენ მომავალი პელე ხარ, მე მომწონს შენი თამაშის სტილი. ივარჯიშე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.“ რიო ბავშობიდან თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად. მაგრამ მასში აღმოაჩინეს ცენტრალური დამცველის ნიჭი. ახალგაზრდობიდანვე რიო ფერდინანდით დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი კლუბები როგორიცაა: ჩელსიჩარლტონ ატლეტიკი და მილვოლი.

1992 წელს იგი შეუერთდა ვესტ ჰემ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდს. მისი თანაგუნდელი იყო ფრენკ ლამპარდი1994 წელს რიო ვესტ ჰემთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 16 წლის რიო ჩაირიცხა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში. მან მიიღო გამოცდილება და გახდა შესამჩნევი ინგლისელი სკაუტებისთვის.

საკლუბო კარეირა

ვესტ ჰემ იუნაიტედი

რიო და მისმა ძმამ ანტონმა ერთად დაიწყეს თამაში ვესტ ჰემში1996 წლის 5 მაისს შედგა რიო ფერდინანდის დებიუტი. რიომ გამოცვალა ტონი კოთი სეზონის ბოლო თამაშში, ის თამაში შეფილდ ვენდსდეისთან 1–1 დასრულდა. 1997 წელს რიომ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 1997–98 სეზონში რიო დასახელდა საუკეთესო ვესტ ჰემის ფეხბურთელად. მაშინ იგი მხოლოდ 19 წლის იყო.

ლიდს იუნაიტედი

რიო ფერდინანდი ლიდს იუნაიტედში გადავიდა 2000 წელს, 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად. ეს იმ დროისთვის ინგლისისთვის სარეკორდო თანხა იყო, მსოფლიოსთვის კი რიო გახდა ყველაზე ძვირადღირებული მცველი. რიო ფერდინიანდს პირველი თამაში ლეისტერთან მოუწია. რიოს საუბედუროდ ლიდს იუნაიტედი დამარცხდა 3–0. ცოტა ხანში ფერდინანდმა ადგილი მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში. ლიდს იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩემპიონათა ლიგა ლიდს იუნაიტედისთვის საკმაოდ კარგი გამოდგა. ლიდსმა ნახევარფინალამდე მიაღწია. რიო ფერდინანდმა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დეპორტივოსთან თავური დარტყმით გაიტანა. შემდეგ სეზონში, 2001 წლის აგვისტოში, ფერდინანდი კლუბის კაპიტანი გახდა. რიო ფერდინანდი 2002 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. ზაფხულში ლიდსი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მანჩესტერმა ლიდს იუნაიტედს 29.1 მილიონი შესთავაზა რიო ფერდინანდის სანაცვლოდ. ლიდსის ხემძღვანელობამ უარი ვერ თქვა და ფერდინანდმა შემდეგი სეზონიდან მანჩესტერში თამაში დაიწყო.

მანჩესტერ იუნაიტედი

2002 წლის 22 ივლისს, რიო ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრება გახდა. მანჩესტერმა რიო 29.1 მილიონად შეიძინა. ამით კიდევ დამყარდა რეკორდი: ინგლისის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი.

2003 წელს რიო ფერდინანდი არ გამოცხადდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. რიო ფერდიანდმა თქვა: „ძალიან სამწუხაროა, მე დამავიწყდა, რომ შემოწმებაზე უნდა წავსულიყავი.“ პრემიერ ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა გამოიტანა საკმაოდ მკაცრი განაჩენი. რიო ფერდნანდი დაისაჯა 6 თვიანი უთამაშებლობით, როგორც ნაკრებში ასევე კლუბში და უნდა გადაეხადა 50 000 ფუნტი. მანჩესტერ იუნაიტედმა აპელაცია შეიტანა. მანჩესტერ იუნაიტედი ამბობდა, თუ სიტის ფეხბურთელი კრისტიან ნაგუაი ტესტის გამოტოვებისთვის დასჯილი იქნა მხოლოდ 2000 დოლარით და დისკვალიფიკაცია არ მიენიჭა. მანჩესტერმა მაინც ვერაფერი ვერ გააწყო და ფერდინანდმა 6 თვე ფეხბურთს მოშორდა.

რიო ფერდინანდმა პირველივე სეზონში მოიგო პრემიერ ლიგა2005 წლის 14 დეკემბერს, რიომ გაიტანა პირველი გოლი, ვიგან ატლეტიკის წინააღმდეგ. ის თამაში 4–0 მოიგო მანჩსტერმა. ფერდინანდი 3 წელი ელოდებოდა მანჩესტერის სახელით გატანილ გოლს. შემდეგი გოლი რიომ ძლიერი თავური დარტყმით გაუტანა ვესტ ბრონვიჩ ალბიონს. ფერდინანდის შემდეგი „მსხვერპლი“ გახდა ლივერპული. ლივერულთან გატანილმა გოლმა იუნაიტედს თამაში მოაგებინა. რიო ფერდინანდმა ასევე გაიტანა 2006 წლის 14 ოქტომბერს.

რიო ფერდინანდმა 2006–07 სეზონი კარგად ჩაატარა. ამის გამო იგი მოხვდა პრემიერ ლიგის წლის გუნდში. მანჩესტერისთვის ეს სეზონი პრემიერ ლიგაში კარგი გამოდგა. იუნაიტედის 7 ფეხბურთელი რიოს ჩათვლით მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში.

რიომ კარგად დაიწყო 2007–08 სეზონი. მანჩესტერს ზედიზედ 6 შეხვედრში გოლი არ გაეშვა. 7 თამაში კი იუნაიტედმა, 2007 წლის 20 ოქტომბერს ასტონ ვილასთან ითამაშა და საკუთარ კარში ბურთი მიიღო. ამ თამაშში რიომ გაიტანა ამ სეზონი მისი პირველი გოლი. მიუხედავად გაშვებული გოლისა მანჩესტერმა მაინც შეძლო ამ თამაშის მოგება. 3 დღის შემდეგ ფერდინანდმა გაიტანა მისი მეორე გოლი ევრო ტურნირზე. რიოს მსხვერპლი კიევის დინამო გახდა, მან შესანიშნავი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. იუნაიტედმა ის თამაში 4–2 მოიგო.

უცნაური ფაქტი მოხდა 2008 წლის 8 მარტს. მანჩესტერ იუნაიტედი ეთამაშებოდა პორცმუტს,ინგლსის თასზე. მანჩესტერის მეკარე ედვინ ვან დერ სარი შესაცვლელი გახდა, ტრანვის გამო. მის მაგივრად შევიდა მეორე მეკარე ტომას კუსჩაკი. ტომასმა თავის საჯარიმოში დაარღვია წესი, იგი გააძევეს და იუნაიტედის კარში პენალტი დანიშნეს. კარში რიო ფერდინანდი ჩადგა. მას პენალტსსულეი ალი მუნტარი ურტყამდა. მანჩესტერელთა სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, რიომ სულეი ალის ვერ აუღო პენალტი და მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის თასიდან გამოვარდა.

2008 წლის 6 აპრილს რიომ მიდლსბროსთან შეხვედრაში მცირე ტრანვა მიიღო. მან გამოტოვა თამაში რომასთან, რომელიც მანჩესტერმა დამაჯერებლად მოიგო. 2008 წლის 16 აპრილს გავრცელდა ხმები რიოს ბარსელონაში გადასვლის შესახებ, მაიკლ კარიკთან ერთად. მაგრამ რიომ 15 მაისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს. კონტრაქტის თანახმად რიო 2013 წლამდე კვირაში მიიღებ 130 000 ფუნტ სტერლინგს.

21 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფერდინანდმა კაპიტნის სახელით გაიყვანა მანჩესტერ იუნაიტედი მინდორზე. ფინალში მანჩესტერი ჩელსის შეხვდა. ძირითადი დრო 1–1 დასრულდა. ყველაფერი პენალტებმა გადაწყვიტა. თამაში იუნაიტედმა მოიგო, და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. რიომ და რაიან გიგზმა ერთად აღმართეს თასი.

2008-09 წლის სეზონი ფერდიანდმა სტაბილურად ჩაატარა. პრემიერ ლიგის თასისთვის სერიოზულად ორი გუნდი იბრძოდა, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი. მანჩესტერ იუნაიტედმა 3 ქულის სხვაობით გაუსწრო ლივერპულს და მოიპოვა XVIII პრემიერ ლიგის ტიტულის მფლობელი. იუნაიტედი ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მანჩესტერი მოგების შემთხვევაში დაამყარებდა ორ რეკორდს. პირეველი: გახდებოდა პირველი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ ექნებოდა მოგებული. მეორე: სერ ალექს ფერგიუსონი გახდებოდა პირველი მწვრთნელი ვისაც მოგებული ექნებოდა 3 ჩემპიონთა ლიგის თასი. ფინალში იუნაიტედი ბარსელონას შეხვდა. მანჩესტერმა წააგო 2–0. ფერდიანდის შეცდომის გამო მესიმ გაეტანა მეორე გოლი.

სანაკრებო კარიერა

19 წლის ასაკში რიომ ითამაშა ინგლისის ნაკრებში. იგი შემოვიდა შეცვლაზე ამხანაგურ მატჩში კამერუნთან, 1997 წლის 15 ნოემბერს. ამ შეხვედრით რიო ფერდინანდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მცველი, რომელსაც უთამაშია ინგლისის ნაკრებში. 2001 წელს რიოს რეკორდი დაამხო მიკა რიჩარდსმა1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რიო ფერდიანდი მოხვდა იმ ჯგუფში, რომლის წაყვანაც ივარაუდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰუდლიმ მოხსნა რიო შემადგენლობიდან მთვრალი მანქანის მართვის გამო. რიო ფერდინანდმა ითამაშა 2002 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. ფერდინანდმა გამოტოვა 6 თვე 2004 წელს, რიო შეანაცვლაჯონ ტერიმ. 2004 წლის 9 ოქტომბერს რიო დაბრუნდა ინგლისის ნაკრებში, იგი უელსის საფეხბურთო ნაკრებს ეთამაშა. ფერდინანდს ჩატარებული აქვს 10 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2008 წლის 25 მარტს ფერდინანდი დასახელდა ინგლისის კაპიტნად საფანგეთთან შეხვედრაში.

ფერდინანდს სულ 3 გოლი აქვს გატანილი ინგლისის ნაკრებში. პირველი გოლი მან გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დანიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ბოლომდე არაა გარკვეული ეს იყო რიოს გატანილი გოლი თუ ტომას სორენსენი არის ავტოგოლის ავტორი. შემდეგი გოლი მან გაიტანა 2008 წლის 12 სექტემბერსრუსეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეს იყო მისი პირველი გოლი გატანილი ინგლისშიუემბლის სტადიონზე. მე–3 გოლი ფერდინანდმა გაიტანა 2008 წლის 11 ოქტომბერსყაზახეთთან თამაშისას. ინგლისმა მოიგო 5–1, რიომ ანგარიში გახსანა იმ თამაშში.

2008 წლის 25 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რიო ფერდინანდი იქნებოდა ინგლისის კაპიტანი. ფაბიო კაპელომ დაასახელა ის მიზეზები, თუ რატომ უნდა გამხდარიყო რიო კაპიტანი. იმ დროისთვის ყველას ეგონა, რომ კაპელო თავის არჩევანს შეაჩერებდა: ჯონ ტერიზე ან სტივენ ჯერარდზე ან დევიდ ბექჰემზე, უკანასკნელს 100 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრებში.

2008 წლის 19 აგვისტოს რიო ფერდინანდმა დაკარგა ინგლისის კაპიტნობა. ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდა ჯონ ტერი, მაგრამ ფაბიო კაპელომ რიო ვიცე–კაპიტნად დანიშნა.

რიო გამოძახებული იქნა ყველა სამივე მსოფლიო ჩემპიონატზე: 1998, 2002 და 2006. თუმცა რიოს არასოდეს უთამაშია ევროპის ჩემპიონატზე, 2004 წელს იგი დასჯილი იყო ნარკოლოგიური ტესტის გაცდენისთვის, 2008 წელს კი ინგლისი ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

ტიტულები

კლუბური

მანჩესტერ იუნაიტედი

ინდივიდუალური

ფეხბურთს გარეთ

პირადი ცხოვრება

რიო ფერდინანდს ჰყავს ოთხი და და ორი ძმა. მისი ოჯახი ფეხბურთელებით სავსეა. ოჯახში ფეხბურთს თამაშობენ რიო ანტონ და ლეს ფერდინანდები. ანტონი რიოს ძმაა ხოლო ლესი ბიძაა. 2008 წლის 15 მარტს გახდა ცნობილი, რომ რიოს ნახევარძმა ჯერემი ვარჯიშობდა სერ ალექს ფერგიუსონთან. 2006 წელს რიოს რებეკა ელისონისგან, მისი შეყვარებულისაგან გაუჩნდა შვილი — ლორენზი. მეორე შვილი ფერდინანდს შეეძინა 2008 წლის აგვისტოს. ბავშვს ტეიტი დაარქვეს. ეს სახელები მოიფიქრა წყვილმა იმიტომ, რომ მათ საყვარელ მსახიობის სახელი და გვარია ლერეზ ტეიტი.

ტელევიზია, კინო და მუსიკა

2005 წელს რიომ და მისმა სკოლის მეგობარმა შექმნეს სიმღერების ჩასაწერი სტუდია „უაიტ ჩალკ მიუზიკ“. ამ სტუდიაში ჩაიწერა ალბომი 6 ოქტომბერი, სადაც რიო ფერდინანდი რეპერად გვევლინება.

2006 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრის დროს რიომ ჩაწერა გადაცემა „რიოს მსოფლიო ჩემპიონატის ხუმრობები“. ეს გადაცემა არის ფარული კამერას სტილში. რიომ მახეში გამოიმწყვდია ბევრი მეგობარი, მათ შორის არიან: უეინ რუნიგარი ნევილიდევიდ ბექჰემიფრენკ ლამპარდი. მაგრამ ამ გადაცემას დიდხანს არ უარსებია, იგი მალევე დაიხურა ტექნიკური პრობლემების გამო.

2008 წელს რიო გახდა პროდუსერი ფილმისა „მკვდარი კაცი გარბის“, ამით მან შეაბიჯა კინოს სამყაროში. ამ ფილმზე ასევე მუშაობდალონდონის ჩელსის და ინგლისის ნაკრების მცველი ეშლი კოული. ამ ფილმში ასევე მონაწილეობა მიიღო 50 ცენტმა, ცნობილმა რეპერმა. თემაც ამ ფილმის ქუჩური გარჩევები და განქსტერების ცხოვრება იყო.

რიო ფერდინანდი ახლა იღებს ფილმს მის ძველ უბანზე პექსამზე ლონდონში. მას უნდა, რომ ამ ფილმით ბავშვები მოაცილოს კრიმინალს და ისინი დაკავდნენ სპორტით.

 

 

Categories: Other

ხორვატიასთან ჯანოს გარეშე?

March 22, 2011 Leave a comment

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა ევრო 2012-ის შესარჩევ შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს, ვერ ითამაშოს.

ანანიძეს არ უთამაშია არც ევროპის ლიგაზე აიაქსთან შეხვედრა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქართველი შემტევი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

ყველაფერი საბოლოოდ გარკვეული არ არის. მატჩი 26 მარტს გაიმართება. მანამდე კი ჯანოს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ხორვატებთან შეხვედრაში მას მოედანზე ვიხილავთ.

Categories: News

Nokia OVI Suite

March 21, 2011 Leave a comment

ეს არის ყველასთვის ნაცნობი პროგრამის Nokia PC Suite-ს ახალი ვერსია. დამატებულია ბევრი ახალი აპლიკაცია. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მართოთ თქვენი სმარტფონი კომპიუტერით, გადმოიწეროთ სიმღერები, თამაშები, რუქები, მართოთ ასევე კონტაქტები, სმს-ები, სურათები, ასევე განაახლოთ თქვენი სმარტფონის ოპერაციული სისტემა და ა.შ.. ( აღარ გავაგრძელებ თორე ძალიან შორს წავალ =) ).

გადმოწერა

 

Categories: Download

Sony Ericsson XPERIA Arc (X12)

March 21, 2011 Leave a comment

არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია სონიერიქსონის ახალი Xperia სერიის მორიგი ტელეფონის შესახებ, რომელსაც ექნება კოდური სახელწოდება Arc. ტელეფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე და აღჭურვილი იქნება 1 გიგაჰერცი სიხშირის მქონე პროცესორით.

გავეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • GSM 850 / 900 / 1800 / 1900  და HSDPA 900 / 1900 / 2100 მეგაჰერცი სიხშირეები
  • 480 x 854 პიქსელის მქონე 4,2 დუიმიანი სენსორული დისპლეი 16 მლნ. ფერით
  • 8 MP კამერა სახის და ღიმილის ამოცნობის ფუნქციით
  • HD ვიდეო გადაღება განათებით
  • HDMI პორტი
  • Wi-Fi ინტერნეტი DLNA მხარდაჭერით
  • ოპერაციული სისტემა Android OS, v2.3 (Gingerbread) (შესაძლებლობა რომ განახლდეს v3.0 ვერსიამდე)
  • 1 GHz Qualcomm MSM8250 პროცესორი
  • GPS ნავიგაცია
  • 1500 mAh აკუმულატორი
  • და სხვა მრავალი საფირმო ტექნოლოგია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს…

ზუსტი ინფორმაცია გამოსვლის თარიღზე და ფასზე ტელეფონის ოფიციალური ანონსის შემდეგ გვეცოდინება…

Categories: News

ქართული ფონტის დაყენება Nokia N-900-ზე.

March 21, 2011 Leave a comment

N900-ზე ფონტების დასაყენებლად პირველ რიგში საჭიროა პროგრამა rootsh რომელიც დაგეხმარებათ ადმინის უფლებების მოსაპოვებლად მაემოს ოპერაციულ სისტემაში.

ვაყენებთ პროგრამას ტელეფონში. მერე ვიწერთ ინტერნეტში ხშირად გამოყენებად ფონტებს. მაემოზე მიდის მხოლოდ .ttf გაფართოების ფონტები. მე პირადად დავაყენე ეს ფონტები და ბევრ ქართულ საიტს ვკითხულობ : ფონტების გადმოწერა

არქივს ვხსნით და ფონტებს ვაგდებთ პაპკაში  N900/MyDocs/.Documents

გახსენით X-terminal და ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება: sudo gainroot და ვაჭერთ ენტერს. (ჩვენ უკვე ადმინის უფლებები გვაქვს) .

შემდეგი ბრძანებაა: mkdir ~/.fonts და ვაჭერთ ენტერს.

შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება: mv ~/MyDocs/.documents/*.ttf ~/.fonts/

ეს არის და ეს =) ქართული ფონტი დაყენებულია თქვენს მობილურზე =)

Categories: Maemo 5